როგორც ჩანს, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, იაია ტურეს “ბარსელონასთან” არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბში ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.
“მართალი გითხრათ, “ბარსელონაში” თამაში მოსაწყენი იყო. მე ფაქტიურად ყოველთვის დაცვით ფუნქციებს ვასრულებდი.”-ციტირებს ტურეს სიტყვებს SFR.
19 მარტს, “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “ვალენსიას” დაუპირისპირდება.
