მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარმა მარკინიოსს ბოდიში მოუხადა და სხვა თანამემამულეებს მხარი დაუჭირა

ნეიმარმა მარკინიოსს ბოდიში მოუხადა და სხვა თანამემამულეებს მხარი დაუჭირა

“ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარ და სილვა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ფეხბურთელების განცდების მიმართ გულგრილი არ დარჩენილა. როგორც იცით, პირველი შეხვედრა ფრანგული გუნდის გამარჯვებით, 4:0 დარულდა.

UOL-ის ინფორმაციით, მეორე მატჩში გადატანილი შოკის შემდეგ, ნეიმარი პსჟ-ს ბრაზილიელ მოთამაშეებს შეტყობინებებს უგზავნის და მათ ფსიქოლოგიურად აძლიერებს. ამასთანავე, ფორვარდმა მარკინიოსს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ შეხვედრის მსვლელობის დროს (როცა ანგარიში 3:1 იყო) წააქცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეიმარი მარკინიოსსა და ტიაგო სილვას ესაუბრა, რომლებიც ბრაზილიის ნაკრებში არიან გამოძახებულები მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩების გამო. “ბარსელონას” ერთ-ერთ ლიდერს აწუხებს ის, რომ დამარცხებული ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა, ეროვნულ გუნდზე აისახოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 15 მარ 2017, 22:05

    რა სულგრძელობაა

  • theodore bagwell
    schedule 15 მარ 2017, 21:12

    Mgeli xar nemo

  • J.M. goal vs R.M 1:0
    schedule 15 მარ 2017, 21:04

    jigari xaar nemoo