მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” გამოსვლა შეაფასა და კატალონიაზე ისაუბრა.
“გამიხარდა, რომ “ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენს” სძლია. აღფრთოვანებული ვიყავი. “სევილიას” მარცხმა იმედი გამიცრუა.
ლუის ენრიკემ უამრავი ტიტული მოიგო, მან დაუვიწყარი მემკვიდრეობა დატოვა. ის იმ პიროვნებათა სიას მიეკუთვნება, რომლებმაც კლუბს მწვრთნელისა და ფეხბურთელის როლში წარმატება მოუტანეს.
არ მინდა კატალონია ესპანეთს გამოეყოს. ალბათ ეს მთავარი საკითხი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ამით ძალიან ბევრს დაკარგავს, კატასტროფა მოხდება.”-ამბობს დელ ბოსკე.


