ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩში, “დეპორტივოს” წინააღმდეგ, კატალონიის “ბარსელონას” განაპირა მცველმა, ჟორდი ალბამ საოცარი სიჩქარე განავითარა და გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
“რიასორიზე” გამართული შეხვედრა 1:2 დასრულდა, მაგრამ რომ არა ალბა სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
10 წამში, ჟორდიმ “დეპორტივოს” საჯარიმოდან “ბარსელონას” საჯარიმოში გადაინაცვლა და თითქოს უშანსოდ დარჩენილი ტერ შტეგენი მე-3 გოლის გაშვებისგან იხსნა.
იხილეთ ამ შთამბეჭდავი მომენტის ამსახველი ვიდეო, რომელიც მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ყურადღების გარეშე დატოვა.
