სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონა” არდა თურანს გაუშვებს. Don Balon-ის ინფორმაციით, ზაფხულში კატალონიური კლუბი სერიოზული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.
ახალი ფეხბურთელების გაფორმებისთვის, გუნდი თავისი მოთამაშეების გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას გამოიყენებს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თურქი ლეგიონერის ფიზიკური ფორმით სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა, მისით კი ჩინური კლუბები ინტერესდებიან, თურანი ზაფხულში “ბარსელონადან” წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.
