ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს წინააღმდეგ გამართული განმეორებითი მატჩის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონამ” შეხვედრის მთავარ არბიტრს, დენიზ აითექინს საჩუქარი გაუკეთა.
Don Balon-ის ინფორმაციით, გერმანელმა მსაჯმა, რომლის მიერ გაწეულმა სამუშაომ დამარცხებულთა მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, ესპანური კლუბისგან მაისური მიიღო გუნდის თითქმის ყველა მოთამაშის ხელმოწერით.
როგორც იცით, UEFA აითექინს სანქციას არ წაუყენებს.



