“ვალენსიას” ყოფილმა ნახევარმცველმა, დავიდ ალბელდამ მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” მიერ ნაჩვენები თამაში გააანალიზა. მისი აზრით, ზინედინ ზიდანისა და ლუის ენრიკეს შეგირდები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იმარჯვებენ.
“რეალი” იგებს, რადგან ამ გუნდის ფეხბურთელები ინდივიდუალურად სხვებზე ძლიერები არიან. არ აქვს მნიშვნელობა მოედანზე 3 ნახევარმცველია თუ 4. “სამეფო კლუბი” და “ბარსელონა” ამჟამად ერთი და იგივე სიტუაციაში არიან. იყო ბევრი შეხვედრა, სადაც მათ კარგად ვერ ითამაშეს, მაგრამ ძალისხმევის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს. ხანდახან ისინი ამას ვერ ახერხებენ, როგორც ეს “ბლაუგრანასა” და “დეპორტივოს” მატჩში მოხდა.”-ციტირებს ალბელდას სიტყვებს Cope.
