AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში, “დეპორტივოს” წინააღმდეგ (1:2), 25-ჯერ დაკარგა ბურთი.
აღსანიშნავია, რომ ეს არგენტინელის მეორე ყველაზე ცუდი შედეგია მიმდინარე სეზონში. “ლეგანესის” წინააღმდეგ, მესიმ 27-ჯერ დაკარგა ბურთი.
მომდევნო მატჩს “ბარსელონა” 19 მარტს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
