“ტორინოს” ფორვარდი, ანდრეა ბელოტი, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში აღმოჩნდეს, იტყობინება Don Balon.
როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, 23 წლის ფეხბურთელით “ბარსელონაა” დაინტერესებული და მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღინიშნება, რომ კატალონიური კლუბის მეთაურები ფეხბურთელს პაკო ალკასერის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც გუნდში გასულ ზაფხულს გადავიდა და ჯერ-ჯერობით მწვრთნელის იმედებს ვერ ამართლებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელოტიმ უკვე ინგლისური პრემიერ-ლიგიდან სამი შეთავაზება უარით გაისტუმრა, რადგან უახლოეს ზაფხულში “ბარსელონაში” გადასვლას იმედოვნებს.
მიმდინარე სეზონში, იტალიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირების ჩათვლით 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა. პორტალი Transfermarket.de ბელოტის 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ასევე იმასაც გეტყვით, რომ მედიის ინფორმაციით, იტალიელის გადაბირებას კატალონიური კლუბის გარდა “ჩელსი”, “არსენალი” და “ბაიერნი” ცდილობენ.



