“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ალეიშ ვიდალის შემცვლელის ყიდვას არ აპირებს, რომელიც მძიმე ტრავმის გამო დიდი ხნით იუქმებს. ამაზე კატალონიური კლუბის დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა.
“ჩვენ ამ მიმართულებით არ ვიმუშავებთ და სხვა ფეხბურთელს არ შევიძენთ.” – ციტირებს ფერნანდესს Sport.
ვიდალმა პრიმერას 22-ე ტურის მატჩში, “ალავესის” წინააღმდეგ (6:0) ტერფის ტრავმა მიიღო და 5 თვით იუქმებს. პრიმერას წესების თანახმად, ვიდალის სერიოზული დაზიანების გათვალისწინებით, “ბარსელონას” შეუძლია ადგილობრივი ჩემპიონატიდან ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძინოს ან ის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად გუნდის გარეშეა.
