მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ბარსელონა” ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ბარსელონა” “ტორინოს” ფორვარდის, ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

იტალიური კლუბის წარმომადგენლები გასულ კვირას “ბარსელონას” ოფიციალურ სახეებს შეხვდნენ და პსჟ-სთან მატჩს დაესწრნენ (6:1).

როგორც Toro.it იტყობინება, “ბარსელონამ” ტურინელებს 23 წლის ფეხბურთელზე პირველი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა მისი დეტალები არ მჟღავნდება.

ცნობილია, რომ იტალიელი ფორვარდის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ბელოტიმ იტალიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.

ბელოტის კონტრაქტი”ტორინოსთან”, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაახანგრძლივა, 2021 წლამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში