“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობას აგრძელებს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის არგენტინელ ფეხბურთელს 40 მილიონი ევრო შეთავაზოს. არ არის გამორიცხული, რომ ადრე “ბარსელონამ” ნეიმარს კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის, რომელიც 2021 წლამდე გაფორმდა, 30 მილიონი ევრო გადაუხადა.
მესის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში. არგენტინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას კლუბის შეცვლაზე ფიქრის არანაირი მიზეზი აქვს.
