მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი აღიარებს, რომ ის, რაც მისი გუნდის პრინციპულმა მეტოქემ, “ბარსელონამ” “პარი სენ ჟერმენთან” გააკეთა, ისტორიული მოვლენაა.
“ბარსელონამ” ისტორიული ქამბექი შემოგვთავაზა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.” – განაცხადა ესპანელმა გოლეადორმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩის 4 ბურთის წაგების მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გავიდა.

