მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა”-პსჟ-ს მატჩის გადათამაშებას 200 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს

“ბარსა”-პსჟ-ს მატჩის გადათამაშებას 200 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს

მადრიდის “რეალის” ესპანელ გულშემატკივრებს საქმე გამოლევიათო, იტყობინება ევროპული პრესა. თურმე, “სამეფო კლუბის” ქომაგებს, განუზრახავთ, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მე-2 მატჩის გადათამაშება ჩატარდეს, ვინაიდან, ისინიც კი გაოცებულან, ისეთი მსაჯობა უნახავთ.

პეტიციების ცნობილ ვებგვერდზე, change.org-ზე, დარეგისტრირებულია ესპანურენოვანი პეტიცია, რომელიც “ბარსელონასა” და პსჟ-ს თამაშის (6:1) გადათამაშებას ითხოვს. არგუმენტებად კი “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში არბიტრის მიერ დაშვებული შეცდომებია მოყვანილი. მაგალითად, პირველივე არგუმენტად მოყვანილია ის, რომ “ბარსელონამ”, კონკრეტულად კი ლუის სუარესმა, პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. მთელ პეტიციაზე დასკვნის გამოტანა ამ ერთი დეტალითაც მარტივადაა შესაძლებელი.

პეტიციას ხელი უკვე 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ეს ის ხალხია, რომლებმაც თავი გაწირეს იმისათვის, რომ 8 მარტის შემდეგ, კიდევ ერთი და სავარაუდოდ არა უკანასკნელი იმედგაცრუება იწვნიონ.

რა თქმა უნდა, UEFA ამ პეტიციაზე რეაგირებას არ ახდენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში