“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება – ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია. მე ამით ძალიან ვამაყობ. რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ასპარეზობა საუკეთესო საჩუქარია.” – განაცხადა რაკიტიჩმა.
ხორვატმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. წინა ხელშეკრულება 2019 წლამდე იყო გათვლილი.
