მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევჩენკო: “87-ე წუთზეც კი მთელ სტადიონს “ბარსელონას” გამარჯვების სჯეროდა”

შევჩენკო: “87-ე წუთზეც კი მთელ სტადიონს “ბარსელონას” გამარჯვების სჯეროდა”

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ “ბარსელონა” – პსჟ-ს მატჩის ემოციები გაგვიზიარა.

“87-ე წუთზე ანგარიში 3:1 იყო და “ბარსელონას” სამი ბურთის გატანა ჭირდებოდა. დავალება წარმოუდგენლად რთული იყო, მაგრამ მთელ სტადიონს თავისი გუნდის სჯეროდა. საფეხბურთო მატჩებზე ასეთი დადებითი აურა დიდი ხანია არ მინახავს.

რა გახდა გადამწყვეტი? ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მოტივაცია. გამოჩენილი ოსტატებისთვისაც კი ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია საბოლოო წარმატებაში.

ნოსტალგია? დიახ, ნოსტალგია მხოლოდ ერთი იყო – ასეთი მატჩები, ჩემპიონთა ლიგა, უმაღლესი დონის მატჩების ლოდინი. ასეთ სტადიონებზე თამაშისა და გამარჯვების სურვილი გიჩნდება.” – განაცხადა შევჩენკომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში