“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ, პსჟ-სთან გამართულ მატჩთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა გუნდის გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ისაუბრა.
“გოლის გაშვების შემდეგ, ტერ შტეგენმა დაიწყო ყვირილი: “ჩვენ არასდროს ვნებდებით, ჩვენ “ბარსელონა” ვართ! ყველა წადით შეტევაში და ჩემზე არ იდარდოთ.” ის ყვიროდა: “ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ მოვიგებთ.” ერთ ეპიზოდში, ბუსკეტსს ვუთხარი, რომ ჩვენი მეკარე კარგად ვერ იყო.” – აცხადებს მასკერანო.
შეგახსენებთ, რომ გაშვებული გოლიდან მალევე, ტერ შტეგენმა მასთან პირისპირ გასულ მეტოქეს აუღო და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
