პსჟ-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ “ბარსელონასთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (1:6) კომენტარი გააკეთა.
“კავანის გოლის შემდეგ ცოტათი დავმშვიდდით. მე “ბარსელონას” ფეხბურთელებს გავესაუბრე, მათ კი მითხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა.
არ შემიძლია იმის ახსნა, თუ როგორ გავუშვით 3 გოლი შვიდ წუთში, მაგრამ ეს ფეხბურთია. მე ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება. ვიმედოვნებ, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის გაკვეთილი გახდება.
“ბარსელონამ” შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. ჩვენთვის თამაში, გადაცემების გაკეთება რთული იყო. მეტოქე აქტიურად ახდენდა ზეწოლა ჩვენზე პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ უკეთესად ვითამაშეთ.
ახლა რთული პერიოდი გველის. ჩვენ თავში ძალები უნდა ვნახოთ, რათა თავი მაღლა ავწიოთ. კაცებად უნდა დავრჩეთ.
ყველა განადგურებულები ვართ. 1:6 დავმარცხდით და საქმე არბიტრში არაა. მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენზეა.” – განაცხადა ვერატიმ.
