“ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ “პარის სენ-ჟერმენთან” გამარჯვების შემდეგ (6:1) აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა ბევრი კრიტიკოსი დაადუმეს.
“ბევრს “ბარსელონას” დასამარება სურს, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ კიდევ შეგვიძლია და გვსურს გამარჯვება. მე ვიცი, რომ საკის და ზოგიერთ სხვა მწვრთნელს “ბარსელონას” დასამარება სურთ. მწვრთნელთა გრძელი სიის დასახელება შემიძლია. დადგება დღე, როდესაც ჩვენ დავმარცხდებით, თუმცა “ბარსელონა” ისევ ცოცხალია.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.
