ცნობილმა ჰოკეისტმა, “ვაშინგტონისა” და რუსეთი ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა საკუთარ ინსტაგრამზე ისაუბრა “ბარსელონას” გამარჯვებაზე პსჟ-ს წინააღმდეგ (6-1).
“შოკში ვარ! 6-1! საუკეთესო გუნდი მსოფლიოში!” – დაწერა ოვეჩკინმა და თან “ბარსელონას” სურათი დაურთო.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” პარიზში პსჟ-სთან 0:4 წააგო, მაგრამ “კამპ ნოუზე” 6:1 მოიგო. საბოლოო ჯამში, “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია.

