“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა პსჟ-სთან გასამართ მატჩზე ისაუბრა, რომელიც დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში, 23:45 საათზე აიღებს სტარტს. შეხვედრა “კამპ ნოუზე” შედგება. პირველ მატჩში, პარიზში კატალონიელები 0:4 დამარცხდნენ.
“თამაში 95 წუთი გაგრძელდება და ჩვენ მოთმინება გვმართებს. რა თქმა უნდა, ამბიციურები უნდა ვიყოთ და არა სასოწარკვეთილები. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჭკუიდან არ უნდა გადავიდეთ. სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ჩვენ ისტორიაში შესვლა გვსურს.” – განაცხადა სუარესმა პრეს-კონფერენციაზე.
