მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი იმედოვნებს, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას ვერ მოახერხებს. როგორც იცით, ლუის ენრიკეს კოლექტივი “პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ პირველ მატჩში ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.
“მშვიდად დავიძინებ, თუ “ბარსელონა” წააგებს და მომდევნო ეტაპის საგზურს ვერ მოიპოვებს. ამ შემთხვევაში ბევრად კმაყოფილი ვიქნები.”-ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca. “რეალის” კაპიტანს ადრეც გაუკეთებია მსგავსი შინაარსის განცხადება.
საპასუხო მატჩი “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის დღეს გაიმართება.

