“ბარსელონას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარული “ალ-სადის” ღირსებას იცავს, კატალონიური კლუბისა და “პარის სენ-ჟერმენის” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“თუ ძალიან ვიოცნებებ, მაშინ წარმოვიდგენ ანგარიშს 4:0 ძირითად დროში, “ბარსელონას” სასარგებლოდ, მეხუთე გოლს დამატებითებში და გუნდის მეოთხედფინალში გასვლას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამისთვის დიდად განცდა მომიწევს. მე რეალისტი ვარ და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან რთული იქნება.” – განაცხადა ჩავიმ.
