კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცის მაურისიო პოჩეტინოს ხილვა არ სურთ.
Don Balon-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” მოთამაშეების პოზიცია 45 წლის არგენტინელი სპეციალისტის წარსულს უკავშირდება, რომელიც ადრე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრინციპული მეტოქის, “ესპანიოლის” ფეხბურთელი და დამრიგებელი იყო.
“ბარსელონას” ახალი მწვრთნელის ვინაობას ივლისამდე ვერ გავიგებთ.
