მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “პარი სენ-ჟერმენს” შევებრძოლებით, გუნდი თავდაჯერებულია”

ნეიმარი: “პარი სენ-ჟერმენს” შევებრძოლებით, გუნდი თავდაჯერებულია”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა “სელტასთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა (5:0) და აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. როგორც იცით, ფრანგულ პსჟ-სთან კატალონიელები 0:4 დამარცხდნენ.

“გამარჯვებითა და გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს.

ოთხშაბათს კარგად უნდა ვითამაშოთ. “პარი სენ-ჟერმენს” შევებრძოლებით – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მატჩი. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი მორალურად ამაღლებული და თავდაჯერებულია. ფეხბურთს ვითამაშებთ და მისგან სიამოვნებას მივიღებთ – ეს “ბარსელონას” ფილოსოფიაა.”-ამბობს ნეიმარი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში