მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პსჟ-სთან მატჩს კარგი განწყობით ხვდება

“ბარსელონა” პსჟ-სთან მატჩს კარგი განწყობით ხვდება

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “სელტას” შორის, შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში ლეო მესიმ დუბლის შესრულება მოახერხა, ასევე თითო-თითო გოლის ავტორები გახდნენ ნეიმარი, ივან რაკიტიჩი და სამუელ უმტიტი.

ლუის ენრიკეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპაუხო მატჩს კარგი განწყობით ხვდება. წინა შეხვედრა კატალონიელებმა პარიზში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დათმეს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის 8 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში