მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “სელტა” და პსჟ ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს”

ენრიკე: “სელტა” და პსჟ ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრიმერას 26-ე ტურის მატჩზე ისაუბრა, სადაც კატალონიური კლუბი “სელტას” დაუპირისპირდება.

“თამაში რთული იქნება. ეს გუნდი აქტიურად ახდენს ზეწოლას. ისინი ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კონკურენტები არიან.

ახლა ჩვენ კარგ ფორმაში უნდა დავრჩეთ და პსჟ-სთან მატჩს საუკეთესო მდგომარეობით შევხვდეთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა – განსხვავებული ტურნირებია.

“სელტა” და პსჟ ძალიან განსხვავდებიან, მათ საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ ჩვენ გამარჯვებისა და ტიტულების მოგებისთვის ვართ განწყობილები. წინ ბევრი თამაშია. ძნელია თითოეულში გამარჯვება. ახლა ჩვენ სირთულეები გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ მათ გადავლახავთ.” – განაცხადა ენრიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში