“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური კლუბიდან წასვლა დაადასტურა, განაცხადა, რომ მისი ცოლი ინგლისში გადაბარგების წინააღმდეგი არ იქნებოდა.
“არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩემი ცოლი დაზუსტებით ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად ჩემთან, სახლში. შესაძლებელია, ახლა ის ბრიტანულ ამინდს შეეგუოს, თუ ასეთი ვარიანტი გამოჩნდება.” – თქვა ენრიკემ.
2014 წელს ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბრიტანულ კლუბში მუშაობა სურდა, თუმცა მისმა ცოლმა თქვა: “არასდროს შემეძლო ბრიტანული ამინდის ატანა.”
