მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამპაოლი: “ბარსელონა”? “სევილიასთან” სიკვდილამდე ვარ დაკავშირებული”

სამპაოლი: “ბარსელონა”? “სევილიასთან” სიკვდილამდე ვარ დაკავშირებული”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპოლიმ “ბარსელონაში” მის შესაძლო გადასვლის ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამპაოლი ლუის ენრიკეს პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილება, რომელიც სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს.

“ბარსელონაში” მუშაობა? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ასეთი კითხვა არც კი ღირს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საერთოდ უნდა ვისაუბრო ამ სიტუაციაში. სეზონის ამ ეტაპზე კანდიდატებზე საუბარი – ეს უაზროა.

მე “სევილიას” სპორტულ პროექტთან სიკვდილამდე ვარ დაკავშირებული. ჯერ არ განმიხილავს მომავალი პროექტები “სევილიას” ხელმძღვანელობასთან, მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს – ჩვენ ამის გაკეთება გვსურს.” – განაცხადა სამპაოლიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში