ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ის “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო.
“2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩემით “არსენალი”, “მანჩესტერი”, “ბაიერნი”, “ბარსა” და “რეალი” დაინტერესდნენ.
“ბარსელონაში” გადასვლა მსურდა, რადგან ეს გუნდი ყველაზე ლამაზ თამაშს დემონსტრირებდა. გვარდიოლა (იმ დროს კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი) მოლაპარაკების პროცესს არ დაესწრო. შეხვედრის შემდეგ მას არც დაურეკავს და არც წერილი გამოუგზავნია.
ხოსეპმა არ დამანახა, რომ ტრანსფერით დაინტერესებული იყო და შესაბამისად, “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი გამიქრა.”-წერს იოზილი.



