მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოპეტეგი: “ენრიკეს შეუძლია მოპოვებული ტიტულებით იამაყოს”

ლოპეტეგი: “ენრიკეს შეუძლია მოპოვებული ტიტულებით იამაყოს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ენრიკეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც იცით, ასტურიელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს.

“გაგებით ვეკიდები ენრიკეს გადაწყვეტილებას. არ არის გასაკვირი, რომ ლუისი დაიღალა. “ბარსელონაში” მუშაობა გამომფიტველია. ერთმანეთთან საუბრისას, მის მომავალს არასდროს განვიხილავთ. ვიმეორებ, მე ყველაფერი მესმის.

ეს არის მისი პირადი, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. ენრიკემ ჩათვალა, რომ ასე უკეთესი იქნება. ლუისს შეუძლია “ბარსელონაში” მოპოვებული ტიტულებით იამაყოს. მას კიდევ რამდენიმე თასის მოგება შეუძლია.

ენრიკემ უკვე დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მწვრთნელია.”-ამბობს ლოპეტეგი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში