სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩი “რეალსა” და “ლას პალმასს” შორის. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. “სამეფო კლუბმა” ქულები კვლავ დაკარგა, რამაც “ბარსელონას” შანსი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო გაზარდა.
ამჟამად ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში “ბარსელონაა” 57 ქულით. “სამეფო კლუბი” მეორე ადგილს იკავებს (56), მაგრამ ზიდანის კოლექტივს თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს “სელტას” წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ “სელტამ” მიმდინარე სეზონში “რეალი” სამეფო თასიდან გააგდო.
მომდევნო ტურში “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “სელტას”, ხოლო მადრიდის “რეალი” სტუმრად “ეიბარს” დაუპირისპირდება.
