“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.
“ლუის ენრიკემ დიდი წარმატება მოგვიტანა და ამის გაკეთება მიმდინარე სეზონშიც შუძლია. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან.
ლუჩოს გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდებით. ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო.”-ციტირებს ბართომეუს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური Twitter.
