კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, კარლეს პუიოლმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.
“ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც ყველაზე მეტად მომწონდა – ვთამაშობდი ფეხბურთს საყვარელი გუნდის მაისურით. “ბარსელონასთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე, ნაკრების რიგებში კი მხოლოდ კონფედერაციის თასი ვერ მოვიპოვე.
გახდება თუ არა მესი მსოფლიოს ჩემპიონი რუსეთში? შეუძლებელი ფეხბურთში არაფერია. დასაწყისისთვის, გუნდებმა საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა დაძლიონ. არგენტინის ნაკრებში თავს იყრიან ძლიერი მოთამაშეები. ჩემი აზრით, ეს გუნდი მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
ჩემთვის, მესი რონალდუზე უკეთესია. კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ თუ მხოლოდ ერთის არჩევა მომიწევს ეს, რა თქმა უნდა, ლიონელი იქნება.”-ამბობს პუიოლი.
