Mundo Deportivo “ბარსელონასა” და “რეალის” მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში, არბიტრთა შეცდომებზე დაკვირვებას განაგრძობს. განახლებული შედეგების მიხედვით, 24 ტურის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ანგარიშზე 60 ქულა უნდა იყოს, მადრიდული კლუბს კი 42 ქულა უნდა ჰქონდეს.
მოცემულ მომენტში “ბარსელონა” 54 ქულით მეორე ადგილს იკავებს, “რეალი” კი სატურნირო ცხრილის ლიდერია (55). ამასთანავე, სამეფო კლუბს 1 შეხვედრა აქვს თადარიგში.
მადრიდული მედია კატალონიელი კოლეგების განცხადებებს “რეალის” მიერ “მოპარულ” 13 ქულასთან დაკავშირებით სასაცილოდ აღიქვამს. გამოცემა AS ამტკიცებს, რომ ბარსელონულმა პრესამ ჟერარ პიკესთან ერთად “კუდიანების დევნა” დაიწყო.
