ცნობილმა არგენტინელმა სპეციალისტმა, სესარ ლუის მენოტიმ კატალონიის “ბარსელონას” მიერ ახლო წარსულში ნაჩვენები თამაში შეაფასა.
“მიუხედავად გამარჯვებებისა, “ბარსელონამ” ყოველი მატჩის შემდეგ უნდა გადახედოს თავის ტაქტიკას, რადგან ამჟამად გუნდი დამოკიდებულია ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე.
თითოეულ სვლას განაპირობებს მოთამაშეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და არა კოლექტიური შესრულება.”-ციტირებს 78 წლის მწვრთნელს Barcastuff.
