მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “სელტას” მატჩს ხილ მანსანო განსჯის

“ბარსელონა” – “სელტას” მატჩს ხილ მანსანო განსჯის

კატალონიის “ბარსელონა” მომდევნო კვირაში “კამპ ნოუზე” ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს, მატჩს კი “ლურჯ-ბროწეულისფერ” გულშემატკივართა ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მსაჯი, ხესუს ხილ მანსანო განსჯის.

მანსანომ გუშინ “ვილიარეალი” – “რეალის” მატჩში იმსაჯა და რამდენიმე შეცდომაც დაუშვა, შევხედრის შემდეგ ბევრი საუბარი იყო ესპანელ არბიტრზე. ასევე აღსანიშნავია, რომ სამეფო თასის ნახევარფინალური მატჩი “ატლეტიკოსთან” სწორედ მან განსაჯა და ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა, კატალონიელებს 2 ფეხბურთელი გაუძევა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ “ბარსელონა” – “სელტას” მატჩი 4 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში