მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, სიეგო სიმეონემ კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“მას შემდეგ, რაც “რეალი” “მესტალიაზე” დამარცხდა, ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ენთუზიაზმით შევხედეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაპირებთ. მზად ვართ საუკეთესო “ბარსელონას” დავუპირისპირდეთ.
სამეფო თასის საპასუხო მატჩის მეორე ტაიმში კატალონიელებთან კარგი თამაში ვაჩვენეთ და სასურველი მიზნის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა. “ბარსელონა” კვლავ საუკეთესო კლუბია მსოფლიოში.
პარიზში გამართული მატჩი არაფერს ნიშნავს. ნებისმიერ გუნდს შეიძლება ჰქონდეს ცუდი შეხვედრა, ამ შემთხვევაში ეს “ბარსელონა” აღოჩნდა, ეს მათ სიძლიერეს არ ასახავს.” – განაცხადა სიმეონემ.
