“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.
“მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ. ლუის ენრიკეზე არ ვსაუბრობთ”, – ბართომეუს ამ სიტყვებს კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ესპანურ პრესაში გავრცელდა “ბარსელონას” ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, რომლის თანახმადაც, მესისთან, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივება საკმაოდ რთული ამოცანაა. რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მისი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ის აპრილამდე ხელშეკრულების საკითხის განხილვას არ აპირებს.


