“დეპორტივოს” მარჯვენა მცველი ხუანფრან მორენო “ბარსელონას” მხრიდან ინტერესს არ ადასტურებს.
“ეს მარტივი სიტუაცია არაა. არავის მოტყუება არ მინდა. მთლიანად კონცენტრირებული ვარ “ლეგანესთან” მატჩზე. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს თამაშია. პირადი ინტერესები გუნდის ინტერესებზე მაღლა არასდროს დამიყენებია. ახლა უფრო მეტად უნდა ვიფიქრო გუნდზე, ვიდრე ოდესმე.
ამ ჭორებზე არ რეალურ ინტერესზე საუბარი არ მინდა. ამისთვის მყავს აგენტი, რომელიც ორიენტირებულია თავის სამუშაოზე. აგენტს არაფერი უთქვამს, ამიტომ მშვიდად ვარ”, – აცხადებს მორენო.
