“ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი, ფინანსური მაქინაციების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით არ დაისჯება.
კომპანია NN Consultoria-მ, რომელიც სასამართლოში ნეიმარის ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მათი კლიენტი გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდება.
“ნეიმარი ციხეში არ ჩაჯდება. ამ პროცესის ბოლოს აღიარებული იქნება, რომ ჩვენი კლიენტის ქმედებებში დანაშაული არ არსებობს.” – ნათქვამია განცხადებაში.
ესპანეთის სასამართლომ ნეიმარის აპელაცია უარყო, 2013 წელს ფეხბურთელის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” ტრანსფერის საქმეზე. “ბარსელონას” ბრაზილიელ შემტევს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ, პროკურორები კი მისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ.
