“ბარსელონას” მცველმა, ხორდი ალბამ ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
“სიკვდილამდე ლუის ენრიკესთან ვიქნები. მან ბევრი მასწავლა: მის გაცნობამდე ზოგიერთი საფეხბურთო იდეები და კონცეფციები უბრალოდ არ ვიცოდი. ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც ამჟამად შეუძლია “ბარსელონასთან” იყოს.
ქამბექი პსჟ-სთან მატჩში? ეს რთული იქნება, მაგრამ თუ პსჟ-მ შეძლო ჩვენთვის 4 გოლის გატანა, ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება ჩვენაც შეგვიძლია. თუ არ ვირწმუნებთ, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ საერთოდ რატომ უნდა გამოვჩნდეთ მოედანზე.” – განაცხადა ალბამ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “პარის სენ-ჟერმენს” შორის საპასუხო მატჩი 8 მარტს შედგება.
