“ლურჯ-ბროწეულისფერები” ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველის, ჰექტორ ბელერინის მომსახურებით კვლავ ინტერესდებიან, იტყობინება El Mundo Deportivo.
ბელერინი “ბარსელონას” აღზრდილია. ის “არსენალში” 2011 წელს აღმოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ 15 წლის იყო. ახლა კი ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს.
“ბარსელონა” ჯერ კიდევ გასულ წელს ცდილობდა 21 წლის მცველის ყიდვას, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. გასული წლის ნოემბერში, ჰეტქორმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ალეიშ ვიდალის ტრავმის შემდეგ, “ბარსელონა” მარჯვენა მცველის აქტიურ ძიებაშია.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ბელერინის კანდიდატურას კვლავ მიუბრუნდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ესპანელები ფეხბურთელის გაფორმებას უკვე ზაფხულის დასაწყისშივე შეეცადონ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” “საუთჰემპტონის” პორტუგალიელი მცველის, სედრიქ სოარეშის კანდიდატურასაც განიხილავს.
