როგორც კატალონიური Sport ავრცელებს ინფორმაციას, “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ცნობით, 28 წლის ხორვატი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. მხარეებმა მოლაპარაკებები გასული წლის ბოლოს დაიწყეს, 2 თვის შემდეგ კი შეთანხმებას მიაღწიეს. კატალონიური კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
რაკიტიჩის მიმდინარე კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2019 წლის ივნისამდეა ძალაში. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება.
