“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ აპრილში ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებებს გავმართავთ. კლუბის პრიორიტეტი – ხელშეკრულების გახანგრძლივებაა, გეგმა “ბ” არ გვაქვს.
მესის საკითხზე გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. მას დარჩენა სურს და ასევე ჩვენც გვსურს, რომ დარჩეს. საქმე კარგად მიდის.” – განაცხადა ბართომეუმ.
