“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი “ბარსელონას” პოტენციურ მთავარ მწვრთნელთა სიაში შედის. ასევე ხელმძღვანელობა “ევერტონის” დამრიგებლის, რონალდ კუმანის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც წარსულში “ბარსელონაში” თამაშობდა.
მოსალოდნელია, რომ ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “პარის სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა, რის შემდეგაც 1/4 ფინალში გასვლის შანსი მინიმალური გახდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი კატალონიელები მადრიდის “რეალს” 4 ქულით ჩამორჩებიან.



