მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსის შემცვლელის ძებნას დაიწყებს.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ანაღვლებთ, რომ გუნდს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ღირსეული რეზერვისტი არ ჰყავს.
“ბარსელონა” ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ზაფხულში მსოფლიოში აღიარებული საყრდენი ნახევარმცველი გაიფორმოს.
