ზაფხულში “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” ფორვარდის, ლიონელ მესის შეძენას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი და კატალონიური კლუბი კონტრაქტის თაობაზე ვერ შეთანხმდებიან.
The Mirror-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, არგენტინელი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი გახდება. “სიტი” მესის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის ანაზღაურება კი კვირაში 580 ათასი იქნება.



