არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედგარდო ბაუსამ მესის ამჟამინდელი თამაში შეაფასა.
“მესის თამაში არ მაშფოთებს. მას ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია. ლეო ამას როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე საკლუბო ტურნირებზეც აკეთებს.
როგორც ჩანს, “ბარსელონასა” და პსჟ-ს დაპირისპირება დასრულდა. მაგრამ კატალონიელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ.” – განაცხადა ბაუსამ.
