კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლუის ენრიკეზე ისაუბრა.
“თუ “ბარსელონას” სურს, რომ ისტორია დაწეროს, მაშინ “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში გულშემატკივარს დიდი “ქამ-ბექი” უნდა შემოვთავაზოთ. ჩვენ ყველა ვართ დამნაშავე, როდესაც ვაგებთ და ყველას დამსახურებაა, როდესაც ვიგებთ.
საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ. 2014/2015 სეზონში ტრიპლეტი მოვიგეთ, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. ბოლომდე ვიბრძოლებთ.
უნდა გააგრძელოს თუ არა ლუის ენრიკემ “ბარსელონაში” მუშაობა? მთავარ მწვრთნელში დღემდე არ შეგვპარვია ეჭვი, მას ყველა ბოლომდე ვენდობით.
სწორედ ლუის ენრიკეს დამსახურებაა ის, რასაც მისი მწვრთნელობის განმავლობაში მივაღწიეთ და განვიცადეთ პროგრესი, როგორც მთლიანმა გუნდმა.” – განაცხადა ლუის სუარესმა.
